LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა გარე სერვისების შეფერხებაზე აცხადებს

rkinigza_axali

„საქართველოს რკინიგზა“ რამდენიმე გარე სერვისის ხელმისაწვდომობის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ინტერნეტპროვაიდერის შეცვლასთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზაში“ ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 14/12/2018-ში 00:00 საათიდან 15/12/2018 06:00 საათამდე მიუწვდომელი იქნება შემდეგი გარე სერვისები:

  1. სატვირთო გადაზიდვების ერთიანი სისტემა გარე მომხმარებლებისთვის – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:00 საათამდე.
  2. კომერციული სალაროებიდან ბილეთების გაყიდვის სერვისი – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე.
  3. ინტერნეტ ბილეთების გაყიდვა – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე.
  4. რკინიგზის კორპორატიული ვებგვერდი – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 04:00 საათამდე.
  5. რკინიგზის კორპორატიული ელექტრონული ფოსტიდან წერილების გაგზავნა და მიღება კორპორატიული ქსელის გარეთ – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 04:30 საათამდე.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები