საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა. ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში.
თავდაცვის ძალებს იუბილე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.
ცერემონიას ესწრება ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე.
ცნობისთვის, 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულება. გაწვევა 30 აპრილს დაიწყო და ეს დღე გახდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების ათვლის წერტილი.