LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და ყატარს შორის ორმხრივი ინვესტიციები განხორციელდება

92

თბილისში საქართველოს მთავრობასა და ყატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ინვესტიციების ორმხრივად ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

საქართველოს დელეგაციას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე  ხელმძღვანელობდა, ხოლო ყატარის დელეგაციას კატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრის უფროსი მრჩეველ იხალედალდერბესტი.

გენადი არველაძის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ხელი შეეწყობა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებას, რაც ასევე, თავის მხრივ გაზრდის ინტერესს ყატარის მხრიდან ინვესტიციების შემოდინების, კერძო კაპიტალის მოძრაობის და სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირების მიმართულებით.

მსგავსი ხასიათის ორმხრივი შეთანხმებები საქართველოს გაფორმებული აქვს 32 ქვეყანასთან.

 

პოპულალურები