LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში აზარტულ თამაშებში ჩართვა 1 500 000-ს ადამიანს აეკრძალა: პრემიერი 

147
პრემიერი აზარტული თამაშები

1 500 000-ს ადამიანს შევუზღუდეთ ეს მავნე, მომაკვდინებელი თამაშები. ამან, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქართველ ხალხს დაუზოგა თანხებიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა და ისაუბრა “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონზე.

მისივე თქმით, კომპანიებმა ბიუჯეტში გადასახადების სახით 110 მილიონი ლარი გადაიხადეს.

„პარლამენტმა ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენს ამ ინიციატივას და შევცვალეთ კანონები, რაც გასაკეთებელი იყო, გავაკეთეთ. 1 500 000-ს ადამიანს შევუზღუდეთ ეს მავნე, მომაკვდინებელი თამაშები.

ამან, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქართველ ხალხს დაუზოგა თანხებიც და ა.შ. იმ თანხებს სხვა რაღაცებში მიმართავენ.

იცით, რომ აზარტულ კომპანიებს გავუზარდეთ გადასახადები და მეტ გადასახადს იხდიან ბიუჯეტში. 110 მლნ ლარი არის შემოსავლები, რომელიც ბიუჯეტში გადაიხადეს ამ კომპანიებმა”, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, 22 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში უსმენდნენ. პრემიერის მოსმენამ ხმაურის ფონზე ჩაიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები