LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დღეიდან კოვიდრეგულაციების უმეტესი ნაწილი უქმდება

271
BeFunky-collage (2)

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უქმდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება 22 მარტს გამოაცხადა.

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება, ამ ეტაპზე, შენარჩუნდება.

  • უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ სახელოვნებო, თუ სხვა სახის ღონისძიებებზე.
  • ე.წ. დისტანციურზე მყოფი თანამშორომლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს.
  • უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან „პისიარ“ ტესტის გარეშე.
  • შენარჩუნდება ვაქციანციაზე დაწესებული წახალისების პროგრამა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები