საქართველოში კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 220 508 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 200 339 გამოჯანმრთელდა, 2 352 კი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 421 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 170, PCR ტესტით – 7 251.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 396 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 701, ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 464.
ამასთან, 25 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 515 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 801 შემთხვევა,
- აჭარა – 121,
- იმერეთი – 281,
- ქვემო ქართლი – 101,
- შიდა ქართლი – 119,
- გურია – 40,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 140,
- კახეთი – 110,
- მცხეთა-მთიანეთი- 30,
- სამცხე-ჯავახეთი – 31,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 791, საიდანაც, 5 701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 606, აჭარაში – 528, იმერეთში – 1 134. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 013 პირი, მათ შორის, თბილისში – 501, აჭარაში – 109, იმერეთში – 234. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში – 195, აჭარაში – 32, იმერეთში – 74. 1 464 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 551 – თბილისში, 647 – აჭარაში, 110 – იმერეთში. 10 626 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
კორონავირუსის ახალი სახეობა ევროპის რვა ქვეყანაში გამოვლინდა – ჰანს კლუგე