საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 1872-ით გაიზარდა. განახლებულ მონაცემებს ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 14 ადამიანი.
ახალი მონაცემებით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში სულ 30303-ია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გამოჯანმრთელდა 11370, ხოლო გარდაიცვალა 215 ადამიანი.