საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული.
მათ შორის, გამოჯანმრთელებულია ერთი პირი.
მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე უკვე განახლდა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 216.