LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 529 ადამიანი განიკურნა

73
BeFunky-collage (4)

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 529 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა  224 718-ს აღწევს.

ბოლო 24 საათში დაფიქსირებული ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა  2 058-ია.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 592, საიდანაც: 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 874, აჭარაში – 352, იმერეთში – 725. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 847 პირი, მათ შორის, თბილისში – 382, აჭარაში – 75, იმერეთში – 198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 265 პირი, მათგან თბილისში – 174, აჭარაში – 11, იმერეთში – 30. 754 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 – თბილისში, 466 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 5 971 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 512 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 190, აჭარაში – 40, ხოლო იმერეთში – 24.

სულ 6 ოქტომბრიდან – 8 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 406 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 518 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 113 პირი, აჭარაში – 1 884, იმერეთში – 2 358.

საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g