LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა დასტურდება

222
shutterstock-1622496262

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 298 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 46 ადამიანი გადის.

ადამიანი გადამდები არ არის, სანამ არ დაეწყება სიმპტომები – პაატა იმნაძე (ვიდეო)

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. პირი, რომელსაც ვირუსული ინფექცია დაუდგინდა,  50 წლის მამაკაცია. ის საქართველოში ირანიდან შემოვიდა. ამ დროისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. რამდენიმე ადამიანის ლაბორატორიულ პასუხებს ლუგარის ცენტრიდან დღის ბოლოსთვის ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g