„აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს გიორგი გახარია“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმად, ის ბიძინა ივანიშვილთან ნებისმიერ ფორმატში დებატებისთვის მზად არის.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარიას „ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო“.
კითხვაზე, უღალატა თუ არა გიორგი გახარიამ გუნდს, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ყოფილმა პრემიერმა „ქართული ოცნების“ გუნდს უღალატა.
„რა თქმა უნდა, ღალატია, როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, ის გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, საზოგადოებამ ეს ყველაფერი შეაფასა და არჩევნებზე ყველას შესაბამისი პასუხი გასცა, ასე იქნება მომავალშიც, საქართველოში მოღალატეები არ უყვართ, ეს არის ძალიან მარტივი”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი, პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ახალარჩეულ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.
იხილეთ ვრცლად: