LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების 10% ქუთაისზე მოდის

101
46975372-2245367192398890-9213430153932177408-o

სასიამოვნოა ის პოზიტიური ტრენდი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. ეს არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომლითაც ჩვენ ვიწვევთ ე.წ. ლოუქოსთერებს ჩვენს აეროპორტში. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების საშუალებით ვატარებთ ძალიან აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას. ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს ტრენდი შენარჩუებული იქნება,- ამის შესახებ „საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა.

თამარ არჩუაძე ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა.

„2019 წელს, საქართველოში, საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 10% ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტზე მოდის, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ვაფართოვებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. უახლოეს მომავალში დავიწყებთ ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოებს, რაც კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მიღების საშუალებას მოგცემს“, – განაცხადა არჩუაძემ.

შეგახსენებთ, დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, 2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წინა წელთან შედარებით, 41.6 % მეტ მგზავრს მოემსახურა. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები