LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო კლანი ცდილობს, მოასწროს ისეთი კონფიგურაციის შექმნა, რომ გადაწყვეტილებათა მიღების საშუალება ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე: ხათუნა სამნიძე

73
ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, „სასამართლო კლანი ცდილობს, მოასწროს ისეთი კონფიგურაციის შექმნა, რომ გადაწყვეტილებათა მიღების საშუალება ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე“.

მისივე თქმით, „როგორც ჩანს, სასამართლო კლანისთვის სულ ერთია, საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო მოწოდება, რომ პროცესი შეჩერდეს“. დეპუტატის თქმით, ხელისუფლებას რომ ქვეყნის ინტერესები ადარდებდეს და რეფორმას ელოდებოდნენ, პროცესს ასე არ წაიყვანდნენ.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს, მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ

არა სასამართლოს მიტაცებას! კლანი უნდა დასრულდეს! – იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქცია გაიმართა

სასამართლო სისტემაში არ არსებობს „კლანი“, სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია: ლევან მურუსიძე „სირცხვილიას“ აქტივისტს პასუხობს

„ჩვენი ექვსთვიანი მძიმე პროცესის შემდეგ შევთანხმდით, ხელი მოეწერა დოკუმენტს, სადაც მკაფიოდ ჩაიწერა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულებაა ქვეყანაში და საჭიროა ამის ფუნდამენტური ცვლილება. მთელი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულებაა დღეს. ამის გამოსასწორებლად საჭიროა პროცესის შეჩერება, რეფორმების დაწყება. ნებისმიერი მიზეზი, რომელსაც ისინი ასახელებენ, რომ პარალიზდება სისტემა, არ არის სწორი, რადგან შეიძლება ამის სამართლებრივად სწრაფად გასწორება ისე, რომ არავითარი კრიზისი არ იყოს ამ თვალსაზრისით. შეიძლება, შეჩერდეს ეს პროცესი, არსებულ წევრებს დროებით გაუგრძელდეთ, ვიდრე დაიწყება რეფორმები“, – განაცხადა სამნიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g