ქვეყანაში საარსებო მინიმუმის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა – კერძოდ, მიმდინარე წლის ნოემბერში შრომისუნარიან მამაკაცს არსებობისთვის 195.6 ლარი სჭირდებოდა. ზრდა წინა წლის ნოემბრის თვესთან შედარებით 21.3 ლარია (2018 წლის ნოემბერში ეს მონაცემი 174.3 ლარს შეადგენდა), მიმდინარე წლის წინა თვესთან შედარებით კი, ზრდა 3.3 ლარია.

საქსტატის 2019 წლის ნოემბრის თვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების მიხედვით, ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში 2.5 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 173.3 ლარი შეადგინა. 4,6 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 328.1 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის ნოემბრის მონაცემთან შედარებით, 35.6 ლარით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ოჯახის სხვა ტიპებს, 2019 წლის ნოემბერში ასეთი ვითარება იყო:

ორსულიანი ოჯახისთვის არსებობისთვის საჭირო იყო- 277.2 ლარი;

სამსულიანი ოჯახისთვის – 311.9 ლარი;

ოთხსულიანი ოჯახისთვის – 346.5 ლარი;

ხუთსულიანი ოჯახისთვის – 389.8 ლარი;

ექვსსულიანი და მეტი – 460.9 ლარი.

მსგავსი თემები