LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასწაული იყო ქეთი, მადლობა ამ ემოციებისთვის“ – ქეთი დევდარიანის ემოციური პოსტი ჩცდ-ს გუშინდელ სერიაზე და უამრავი დადებითი შეფასება

3668
Untitled design (2)

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში პოსტს წერს და გუშინდელ სერიას ეხმაურება, რომელმაც საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

სერიალის ერთგული მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდა შაბათის სერიას, სადა ჯეკოს ბედი უნდა გადაწყვეტილიყო.

ჯეკო გათავისუფლდა.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, „ფრენდებო“ და გულშემატკივრებო, მე, რა თქმა უნდა, უმადური არაადამიანი უნდა ვიყო და სამი წლის მანძილზე ბროკოლარმიღებული, რომ ის ქება, ტაში და მადლობები არ მსიამოვნებდეს, რომელსაც თქვენი ჩემი მისამართით არ იშურებთ ხოლმე, როცა სერია მოგწონთ. მეტადრე, როცა ძალიან მოგწონთ, მაგრამ, ამ სერიალს ჰყავს არაჩვეულებრივი რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები, ოპერატორები, გადამღები და დამგეგმავი ჯგუფი, რომელთა გარეშეც არაფერი იქნებოდა, რომლებიც მძაფრი ქარტეხილების ქვეშ ღამეებს ათენებენ ხშირად.

ამიტომ ყოველთვის, როცა გულს გაგიხარებთ, ყველა ერთად მოგვთაგეთ ხოლმე, აი აქ :

ჩემი ცოლის დაქალები

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ფრენდებო და გულშემატკივრებო, მე, რა თქმა უნდა, უმადური არადამიანი უნდა ვიყო და სამიწლისმანძილზე…

Posted by Keti Devdariani on შაბათი, 23 დეკემბერი, 2023

 

რათა თანაბრად გადავინაწილოთ თქვენი სიყვარული და მარტო მე არ მერგოს ამხელა პატივი,“ – წერს ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში.

„სასწაული იყო ქეთი, მადლობა ყველაფრისთვის და ამ ემოციებისთვის,“ – უწერენ კომენტარებში.

ვიდეო: რას ამბობს ჩცდ-ს ჯეკო გათავისუფლების შემდეგ – ანი ტყებუჩავა სახალისო კადრებს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g