LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარაუდოდ, ხვალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დასახელდება: ირაკლი კობახიძე

132
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტსაბჭო სავარაუდოდ, ხვალ შეიკრიბება და შესაბამისად,  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დასახელდება. ამის შესახებ კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“,- განაცხადა კონახიძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, კი შსს-მ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები