„როდესაც პარტია გამარჯვებას მხოლოდ ტრიბუნისთვის იყენებს, ამას ამომრჩეველი ყოველთვის გრძნობს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის რუსთავის მაჟორიტარ კანდიდატად დაყენების შესახებ.
როგორც მანვე აღნიშნა, მოსახლეობისათვის რაღაც უნდა გაგაჩნდეს.
„სოლიდარობა, მხარში დგომის სურვილი, შესაძლებლობა და ა.შ. და არა მხოლოდ პოლიტიკური ტრიბუნისთვის გამოყენების შესაძლებლობა.
არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა დაუჭიროს მხარი, ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ და ანსხვავებენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი არა, გაერთიანებულმა ლაშქარმა რომ დაუჭიროს მხარი, ამომრჩეველი გრძნობს ამას, ამ ადამიანს ის ტრამპლინად სჭირდება თუ რეალურად მხარში დგომა სჭირდება,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას საპარლამენტო მანდატები შეუწყვიტა, რის შემდეგაც პარტიაში განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
ამავე თემაზე: