LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიოზული გამოწვევა იქნება ათიათასობით ადამიანის ბინაზე მართვა – არასწორმა მართვამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს სიკვდილიანობა: სერგო ჩიხლაძე

61
სერგო-ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი და ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ „სერიოზული გამოწვევა იქნება ათიათასობით ადამიანის ბინაზე მართვა, რადგან არასწორმა მართვამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს სიკვდილიანობა“.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის, „ბუსტერ“ დოზის გაკეთებაც, რომელიც მძიმე შემთხვევების რაოდენობას ამცირებს.

7 947 ახალი შემთხვევა და 31 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

ბავშვთა კლინიკაში 163 ინფიცირებულია მოთავსებული – მიმდინარე კვირაში მედიკოსები კორონავირუსის უფრო მეტად გავრცელებას პროგნოზირებენ

„საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 70% არის აუცრელი. ამიტომ, გავრცელება, რაც უფრო მასიურად ხდება აუცრელ მოსახლეობაში, მით მეტია სხვადასხვა მუტაციის შანსი. წინასწარ იმის თქვა, რომ ყველა იმუნიტეტს გამოვიმუშავებთ და ამით დასრულდება პანდემია, ნაადრევი მგონია, თუმცა, ამ აზრის არსებობას ლეგიტიმური საფუძველი აქვს. პირველი მიმართულება არის პირველადი ჯანდაცვა და ათიათასობით პაციენტის მართვა ბინაზე. სერიოზული გამოწვევა იქნება ამ ათიათასობით ადამიანის მართვა, რადგან ეს ძალიან დიდი რიცხვია. გასაგებია, რომ ბევრ მათგანს მსუბუქი სიმპტომატიკა ექნება, მაგრამ თუ კარგად არ იქნება მართული, შეიძლება ბევრი პაციენტი გაიპაროს, არასწორმა მართვამ კიდევ უფრო გაზარდოს სიკვდილიანობა. ამის პარალელურად ვაქცინაცია, “ბუსტერ” დოზის გაკეთება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა კვლევა აჩვენებს, რომ დამატებით დოზა ამცირებს მძიმე შემთხვევებს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე ამბობს, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ვირუსის პრევენციას მოახდენს, უნდა იყოს გამოყენებული.

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით კი, “ომიკრონი” განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული და აქვს ქრონიკული დაავადებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები