LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: საქართველოში პოლარიზაციის მხრივ საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავისი წვლილი

119
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „საქართველოში პოლარიზაციის მხრივ საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავისი წვლილი“.

მისივე თქმით, ყველა აქტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი წილი პასუხისმგებლობა და რადიკალების წახალისების ნაცვლად კონსტრუქციული თანამშრომლობა უნდა წაახალისოს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, საქართველოში პოლარიზაციის მხრივ, ასევე, საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავისი წვლილი. ამიტომ, ყველა აქტორმა უნდა გააცნობიეროს თავისი წვლილი პასუხისმგებლობა, ნაცვლად იმისა, რომ წაახალისოს რადიკალები საქართველოში, პირიქით, წაახალისოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და უარი უთხრას რადიკალებს. ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა დამატებით პორცია ენერგიისას აძლევს რადიკალებს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები