LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შაქარი პედიატრებმა ამოვიღეთ ბავშვთა კვებიდან, თქვენც გირჩევდით შეზღუდოთ მისი მოხმარება!!!“ – ინგა მამუჩიშვილი

211
eqimi

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და შაქრის დეფიციტის გარშემო აგორებულ აჟიოტაჟს ეხმიანება. მისი თქმით, ხშირია შაქრის უკონტროლო მოხმარება ბავშვებში, რაც არასწორია.

„პლაქვენილი და დექსამეტაზონი დღესაც მარაგში აქვს ხალხს და შაქარს არ იყიდიდნენ??? რა გვჭირს ხალხო???ისეთმა ეგომ შეიპყრო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შოკში ვარ,1 თვეა მაღაზიაში არ შევსულვარ, ერთი ვაშლის ან რაც მომხვდება ხელში(წამში რომ გადვყლაპო) იმას ვიღებ, ძლივს ვახერხებ დღეში ერთ ჭიქა უშაქრო ყავას ან ჩაის დალევას!! იმიტომ, რომ არც დრო მაქვს და არც მადა არსებული სიტუაციების გამო!!! შაქარი პედიატრებმა ამოვიღეთ ბავშვთა კვებიდან, თქვენც გირჩევდით შეზღუდოთ მისი მოხმარება,თეთრი შხამია, ხალხურია მაგრამ ბრძნული!!! მარაგის შექმნა რა უბედურებაა???? არ მჯერა,რომ აქამდე დავეცით! მართლა არ იშოვება??? აქ ატეხილმა პანიკამ გამაოცა!“ – წერს ინგა მამუჩიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g