ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაში წვლილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის.

მისივე თქმით, შეთანხმების ჩაშლა იყო „ქართული ოცნების“ გეგმა და ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ პროცესს პირდაპირ ხელი შეუწყო.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ორი პოლიტიკური ძალა – „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ქვეყანას კატასტროფისკენ მიაქანებს. მივიჩნევ, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ უარის თქმამ, შეთანხმების ხელმოწერაზე თავისი როლი ითამაშა. სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება „ნაცმოძრაობას“ იყენებს საბაბად, ამიტომ არ უნდა მისცე საბაბი ოპონენტს, რომ ქვეყანა კატასტროფისკენ  წაიყვანოს.

ქვეყანაში იწყება უმძიმესი პოლიტიკური პროცესი. არ ვიცი, რა გეგმა აქვთ ახლა „ნაცმოძრაობის“ წევრებს. შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერები უზრუნველვყოფდით ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და კოალიციური, მრავალპარტიული, დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას.

ახლა უნდა დავიწყოთ კონსულტაციები, ვინაიდან ცხადია, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი გადაწყვეტილებით ცუდი როლი ითამაშა, მაგრამ შეთანხმება ხელმომწერებისგან დაარღვია მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

სირაქლემას პოზიციიდან გამოსვლის დროა – დასავლეთის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში დღეს ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმია: სალომე სამადაშვილი

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები