ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის საზღვართან პროვოკაციების შესახებ, ოფიციალური მოსკოვისგან განმარტებებს ითხოვს.
სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის დაშინების ნებისმიერი მცდელობა შემაშფოთებელი იქნება.
მოსკოვის ქმედებების გამო, შეშფოთება გამოხატა დიდმა ბრიტანეთმაც და უკრაინის სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა.