LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძინეთ ბილეთი ონლაინ – საქართველოს რკინიგზა გირჩევთ

655
ფოტო№1

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია მგზავრთნაკადი. შესაბამისად  დიდი მოთხოვნაა სამგზავრო ბილეთებზეც. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს რკინიგზა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს რკინიგზა გთავაზობთ   მარტივ  და კომფორტულ სერვისს  – შეიძინოთ ბილეთები მობილური აპლიკაციით და ვებგვერდების  მეშვეობით. ამასთანავე მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა  ვებგვერდებზე –   (railway.ge;  tkt.ge;  biletebi.ge; matarebeli.ge და სხვა) ოპერატიულად და  შეუფერხებლად ხდება  ბილეთების რეალიზაცია. სამგზავრო დოკუმენტებს  შეიძენთ  სწრაფი გადახდის აპრატებით და matarebeli.ge -ს  მობილური აპლიკაციითაც.

„საქართველოს რკინიგზა“ გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას“, – ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები