LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიქმნა პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ

105
2021-10-23t111551z-1-lynxmpeh9m03p-rtroptp-0-georgia-politics-protests-1-702x336

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 1 თვეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა.

ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტის მოთხოვნით მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს.

პეტიციას ამ დროისთვის 200-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით არაერთი განცხადება გავრცელდა როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკური პარტიების მიერ.

ამასთან, ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ ხელისუფლებას მოუწოდებენ პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები, სამედიცინო მუშაკები.

აქვე აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტურის დღეს, 30 ოქტომბერს, ენმ-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისი სურვილია სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს.

მანამდე, 28 ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კონტექსტში საუბრის დროს თქვა, რომ ადამიანს თვითმკვლელობა სურს, ამის უფლება აქვს და ამაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვერ იქნება. მოგვიანებით, პრემიერმა თავისივე განცხადებაზე ასეთი განმარტება გააკეთა:

„მე ვთქვი, რომ ჩვენ ადამიანს და პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას, უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა”,- თქვა პრემიერმა.

ადვოკატები გეგმავენ, სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები