LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოვედი, რომ რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან: მელია „ქართულ ოცნებას“

90
nik mel

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტში სიტყვით პირველად გამოდის.

მელიამ მმართველ გუნდს მიმართა და თქვა, რომ პარლამენტში იმიტომ შევიდა, რომ ისინი სათითაოდ გაიყვანოს პარლამენტიდან.

„ერთ-ერთი კითხვა, რომელიც გაინტერსებთ, ალბათ, რატომ ვარ დღეს აქ. ერთადერთი, რის გამოც ვარ დღეს აქ ჩემს მეგობრებთან ერთად არის ძალიან მკაფიო.კონკრეტული ამოცანა მაქვს – მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში რაც შეიძლება მცირე ვადით ნაკლებად დაგაფრთხოთ.

ამ დარბაზის დატოვებას ვაპირებ თქვენთან ერთად. მე შემოვედი ამ დარბაზში, რომ თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ, საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და ლეგიტიმური ხელისუფლება, ზუსტად იმ პროპორციითა და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი“, – აცხადებს ნიკა მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g