LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ, თუ სიტუაცია გართულდა – მეზვრიშვილი

252
BeFunky-collage (6)

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნა ისევე, როგორც, ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემთხვევაში – უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის გეგმით, ეტაპებს შორის გათვალისწინებულია ორკვირიანი შუალედი, თუმცა ყოველდღიურად მიმდინარეობს სპეციალისტებთან ერთად მსჯელობა, არის თუ არა შესაძლებელი გარკვეული შეზღუდვების მოხსნა ორკვირიან პერიოდზე ადრე.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 12.7% სამედიცინო პერსონალია – ამირან გამყრელიძე

მეზვრიშვილმა  ასევე, ხაზი გაუსვა მოქალაქეების მიერ მთავრობის მხრიდა გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას.

“ჩვენი მხრიდან აბსოლუტური უპასუხისმგებლობა იქნებოდა იმის თქმა, რომ გარკვეული შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია ვადაზე ადრე, სამშაბათიდან, ოთხშაბათიდან, 8 ან 9 მაისიდან და ა.შ. ამიტომ, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, თუმცა მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს. გარკვეული ეტაპებიდან შესაძლოა, ცოტა წინ გადმოვწიოთ, მაგალითად, ზოგადად მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები. ვმსჯელობთ სხვა დეტალებზეც, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ…

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თანამოქალაქეები რამდენად ზუსტად შეასრულებენ ჯადანცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ეს გახლავთ სოციალური დისტანცია, პირბადეების ტარება,”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

გამყრელიძე მარნეულის ადგილობრივ ხელისუფლებას: გამობრძანდებით ხოლმე, ხალხს ნუ დაამშვიდებთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები