პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 28 იანვარს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან გამომდინარე, მივუახლოვდით დადებითობის 4%-ს.
მისივე თქმით, თუ ეს ტენდენცია ერთი კვირით შენარჩუნდება, შესაძლოა, რეგულაციები დაგეგმილზე ადრე შეამსუბუქონ.
“დღეს 18 ათასი ტესტიდან დადებითი მაჩვენებელია 723, რაც დიდი ციფრია, თუმცა მიუახლოვდა 4%-ს. როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა.
სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ კვირაში 2 დღიანი ჩაკეტვა უნდა დაწესდეს: ტიკარაძე
დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ ერთი კვირის განმავლობაში, ისე, როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება თბილისს ქუთაისს და რუსთავს და პირველ რიგში ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება”, – განაცხადა გახარიამ.
ჯერჯერობით შაბათ-კვირის “ლოქდაუნი” რჩება, ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ფრთხილი – ცქიტიშვილი