LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეუძლებელია საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა იყოს იზოლირებული მსოფლიო ცივილიზაციებისგან” – გიორგი კოდუა

230
გიორგი კოდუა

„ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა აცხადებს, რომ უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღება ავიაციის სფეროს დააზარალებს. მისი თქმით, კანონის მიღება ხელს შეუშლის USAID-ის პროგრამისგან მიიღოს დაფინანსება FI სტანდარტის დანერგვისა და კადრების გადამზადებისთვის.

“შეუძლებელია საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა იყოს იზოლირებული მსოფლიო ცივილიზაციებისგან. ყველაფერი რაც ჩვენ გვაქვს იმპლემენტირებული არის ევროპელებისა და ამერიკელების დახმარებით. უფრო კონკრეტულად, ავიაციის მიმართულებით, ჩვენი კვალიფიკაცია, მოდის დასავლეთიდან. ავიაციის სააგენტოს არ აქვს იმის რესურსი, რომ FI სტანდარტი დანერგოს. USAID-მა და კიდევ სხვა ორგანიზაციებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მათ ინტერესშია საქართველოში ამ სტანდარტების დანერგვა, იმისათვის, რომ თბილისი-ნიუ-ორკის რეისი განხორციელდეს. ხოლო გრანტი, რომელსაც USAID გასცემს იქნება რამდენიმე მილიონი დოლარზე, რომელიც საქართველოს მთავრობაზე უნდა გაიცეს. საინტერესოა ამ კუთხით, მთავრობაც აგენტი იქნება?”, – განაცხადა გიორგი კოდუამ “ბიზნეს ფორმულასთან” საუბრისას.

წყარო: ბიზნეს ფორმულა

 

“დღევანდელი პროცესები არყევს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს” – ექსპორტის განვითარების ასოციაცია

“ამას ექნება გავლენა ეკონომიკაზე… უზარმაზარ დახმარებაზეა საუბარი, რომელიც ეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას” – სოსო ბერიკაშვილი

“მივმართავთ უკიდურეს ფორმას საქართველოს მომავლისთვის… შევწყვიტოთ საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისის მიწოდება” – ტრენერთა ასოციაცია

magti 5g