LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ფრენები 15 ივლისს აღდგება: საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ივლისის გრაფიკი გარკვეულია

332
flight-to-mestia-1

უახლოეს პერიოდში შიდა ფრენები აღდგება. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შიდა ფრენების აღდგენის თარიღი 15 ივლისია.

“აღდგება შიდა ფრენები, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, უფრო მარტივად და სწრაფად დაათვალიერონ ის ადგილები, რაც დაშორებულია დედაქალაქიდან ან მათი საცხოვრებელი ადგილიდან”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის გახსნა 31 ივლისამდე გადაიდო. ამ ეტაპზე მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ივლისში დაინიშნა ახალი სპეცრეისები საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, რეისებს ივლისის განმავლობაში ავიაკომპანიები – Wizz air და Myway Airlines შეასრულებენ.

ავიარეისების განრიგი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა. კერძოდ, რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით: 13 ივლისი – ვარშავა, 15 ივლისი – ბარსელონა, 17 ივლისი – რომი, 22 ივლისი – პარიზი, 28 ივლისი – ათენი.

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი 200 ევროზე მეტი არ იქნება.

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები გაიხსნება: საკოორდინაციო საბჭომ მორიგი შემსუბუქებების გადაწყვეტილება მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები