LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შვილი რომ გავაჩინე, მეუღლეს უკვე დაშორებული ვიყავი, ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი და ჩემთვის ადვილი არ იყო ოჯახის დანგრევა” – მარიკა თხელიძე

11882
BeFunky-collage (11)

მომღერალმა მარიკა თხელიძემ პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. როგორც თხელიძე აღნიშნავს, როცა შვილი გააჩინა ოჯახი უკვე დანგრეული ჰქონდა.

მარიკა ასევე ამბობს, რომ დედა და აღმზრდელი, რომელიც დღემდე ეხმარება მას სულ გვერდით ედგნენ.

ცნობილი მომღერალი დედა 27 წლის ასაკში გახდა. მას 4 წლის ნიკოლოზი ჰყავს.

– მარიკა, როგორი იყო დედობის პირველი შეგრძნებები?

– 2016 წელს დაიბადა ნიკოლოზი, 27 წლის ვიყავი. ძალიან მინდოდა შვილი და სრულიად გაანალიზებული მქონდა ყველაფერი. დაბადების წამიდან სულ სხვანაირად შეცვალა ამ პატარა ადამიანმა ჩემი ცხოვრება, სულ სხვანაირი სიყვარული ყოფილა შვილი, ესაა უდიდესი სტიმული, რომელიც ბევრ კარგ რამეს გაკეთებინებს.

– მშობიარობის შემდეგი პერიოდი როგორ გადაიტანე, ხშირად დეპრესია ეწყებათ ქალებს..

– რამდენადაც მეგონა, რომ სრულიად გააზრებული მქონდა ჩემი ეს ნაბიჯი და მზად ვიყავი, გზადაგზა ვაცნობიერებდი, რომ თურმე, მთლად ასეც არ ყოფილა. უბრალოდ ცხოვრებაში რაღაცებს ვერ გათვლი, მაშინ მოხდა ისე, რომ დავრჩი მარტო და ნიკოლოზი რომ გავაჩინე, უკვე მეუღლეს დაშორებული ვიყავი. თუმცა, დედა სულ და ყოველთვის გვერდით მყავდა და მყავს, ასევე ნათია, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია და დაბადებიდან მეხმარება ნიკოლოზის გაზრდაში. ვთვლი, რომ ძლიერი ვარ და ეს რთული პერიოდიც გადავიტანე, თანდათან ვრწმუნდები, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია.

– ალბათ ასეთ სიტუაციაში პირველი ეტაპი ყველაზე რთულია…

– კი ასეა, თავიდან, პირველი ეტაპი ძალიან რთულია, მერე ნელ-ნელა ლაგდები.

მაშინ, როცა ნიკოლოზი ჩვილი იყო, ძალიან აქტიურად ვმუშაობდი, მქონდა კონცერტები და თქვენ წარმოიდგინეთ, 5 თვის ბავშვი მებუტებოდა, თუ დიდხანს ვერ ვნახავდი და მიებმებოდა ისე, რომ საკმარის დროს ვერ დავუთმობდი.

ვრცლად…

 

წყარო: mshoblebi.ge
ციცი ომანიძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები