LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სინამდვილეში ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ კონკრეტული თანხა, რაც აქეთ-იქით აფრიალეს, მთლიანად ბენდს ეკუთვნოდა“ – ბაბი კირკიტაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს

165
BeFunky-collage (1)

„ღამის შოუს ბენდის მომღერლები გადაცემას „სიკეთე მარტივია“ სტუმრობდნენ. ბაბი კირკიტაძე გადაცემის დაწყებისას, მის შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სინამდვილეში, ის კონკრეტული თანხა მთლიანად ბენდს ეკუთვნოდა.

„გაავრცელეს უტიფარი ტყუილი იმის შესახებ, რომ ბაბი კირკიტაძემ ორ სიმღერაში მიიღო 12 000 ლარი“ – „ღამის შოუ“ განცხადებას ავრცელებს

„ამაზე კომენტარი მაშინაც არ გაგვიკეთებია, სინამდვილეში ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ კონკრეტული თანხა, რაც აქეთ-იქით აფრიალეს, მთლიანად ბენდს ეკუთვნოდა, იყო ბევრი შემავალი ხარჯები..

ეს იყო უბრალოდ, რეიტინგისთვის გამზადებული სათაური..“, – თქვა ბაბი კირკიტაძემ.

საკითხზე კომენტირებისას თათა გიორგობიანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ:

„კონკრეტულად, არავის დავასახელებ, მაგრამ არიან საქართველოში არტისტები, რომლებიც ამაზე მეტ გასამრჯელოს იღებენ. რა თქმა უნდა, ეკუთვნით კიდეც და ერთმანეთის წარმატება ქართველებს უნდა გვიხაროდეს“, – თქვა თათა გიორგობიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები