რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანის, ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით 11:00 დაგეგმილი დღევანდელი აქცია აღარ იმართება.
როგორც სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა “ფორტუნას” განუცხადა, აქცია იმ შემთხვევისთვის ჩაინიშნა, თუ ისინი საქართველოს არ დატოვებდნენ:
“მე არ ვარ საქმის კურსში აქციასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ აქცია ჩაინიშნა იმ შემთხვევისთვის, თუ არ დატოვებდნენ საქართველოს და წავიდნენ ქვეყნიდან, შესაბამისად, აქცია 11:00 საათზე უნდა ყოფილიყო, ასე იყო დაგეგმილი. მე როგორც ვიცი, აქცია აღარ იქნება, მე არ მაქვს სხვა ინფორმაცია.” – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან: გიგა მაქარაშვილი
შეგახსენებთ, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს თბილისში, სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქციები მოყვა. მათი თქმით, პოზნერი კრემლის პროპაგანდისტი და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია.
გუშინ, გვიან ღამით საპროტესტო აქციები გაიმართა “ვინოტელთან”, სადაც პოზნერი და მისი თანმხლები პირები ვახშმობდნენ, მოგვიანებით კი აქტივისტებმა სასტუმრო “რუმსთან” გადაინაცვლეს, სადაც ტელეწამყვანი ცხოვრობდა.