LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტყვა “გიჟური” კარგად მეტყველებს სააკაშვილის ფსიქიკურ განწყობაზე: სუბარი

54
Untitled design (1)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს, ამ განცხადების საპასუხოდ კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ სიტყვა “გიჟური” კარგად მეტყველებს მის ფსიქიკურ განწყობაზეც.

გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის რეალურად გმირად ვთვლი, მაგრამ რუსეთში ჯერ ასეთი მხარდაჭერა არ არის: მიხეილ სააკაშვილი

სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მერვე წელია არჩევენებს აგებს და საქართველოში ჩამოსვლას ვერ ბედავს:

“სააკაშვილი 8 წელია ყველა არჩევნებს აგებს და ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ბედავს. “გიჟური” კარგად მეტყველებს მის ფსიქიკურ განწყობაზეც და ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ.” – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა “დოიჩე ველეს“ რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში უკრაინის საფრთხეებზე, კრემლის გეგმებსა და პუტინის რეჟიმზე ისაუბრა.

კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა, მას მთავრობა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მსგავსად მოექცეს, სააკაშვილმა უპასუხა, რომ კი, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით ქართველი ხალხი საკმარისადაა მობილიზებული და მას უბრალოდ გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები