LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხდომათა დარბაზში დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა, თუ რამე სისულელეს ვიტყვი, კოლეგებო, არ დამცინოთ: მეგრელიშვილი

46
Untitled design (1)

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, დეპუტატები ერთმანეთს უსმენენ. სიტყვით გამოსვლის დროს, “გირჩის” წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს სხდომათა დარბაზში სიტყვით პირველად გამოდის და კოლეგებს სთხოვა, რომ თუ რაიმე სისულელეს იტყვის, არ დასცინონს.

როგორც მეგრელიშვილმა თქვა, სასაუბრო თემად ბევრი ვერაფერი მოიფიქრა, რადგან კოლეგებმა თითქმის ყველა საკითხზე გაამახვილე სყურადღება და აღნიშნა, რომ იტყვის იმას, რაც ძალიან აწუხებს – დეპუტატმა განაცხადა, რომ ძალიან აწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, რადგან ყოველ დილით, როცა მას ხედავს, განცდა აქვს, რომ ციხეში შედის.

“დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და რამე სისულელეს თუ ვიტყვი, კოლეგებო, არ დამცინოთ. ისეთი განცდა მაქვს, რომ ბევრი რაღაცის თქმა მინდოდა, რადგან პირველი გამოსვლაა. გუშინ ვლაპარაკობდით კიდეც, რომ რა არის ისეთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც შემიძლია ვთქვა. მართალი გითხრათ, ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე იმიტომ, რომ ყველა საკითხს შეეხეთ, ფაქტობრივად, და გადავწყვიტე, რაც მართლა ძალიან მაწუხებს, ის გითხრათ. ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე. ყოველ დილას რომ უყურებ, ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ. მე არ მინდა ყოველ დილას ციხეში შესვლა. ამის გამო თქვენთან დავიწყე კომუნიკაცია, ვის მოსწონს ეს ღობე, ვის არ მოგწონთ და უმრავლესობას არ მოსწონს, გარწმუნებთ.” – თქვა მეგრელიშვილმა.

ბოლოს კი აღნიშნა, რომ კოლეგებს ყველაზე მარტივ გადაწყვეტილებას სთავაზობს – იქნებ აღნიშნული ღობე კონსესუნსით აიღონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები