LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფია ბზეკალავას 2022 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ყველა ნიშნისთვის

3849
sofiabzekalava

გთავაზობთ ასტროლოგ სოფია ბზეკალავას სასიყვარულო ასტროპროგნოზს, რომელიც მან სპეციალურად fortuna.ge-ს მკითხველებისთვის მოამზადა. როგორც სოფია აღნიშნავს, ახალი წელი ვენერიანული და შესაბამისად, სიყვარულის წელიწადია – „ყველასთან დავარცხნილი არ იქნება. ვისთანაც ყველაფერი გადამწვარია, იქ საბოლოოდ დაესმება წერტილი. გარკვეული წყვილები დაიშლებიან, გარკვეული წყვილები კი დიდი ხნის განმავლობაში შეძლებენ მყარი ურთიერთობის აშენებას…“

ამ წელს, სოფია ბზეკალავას თქმით, გამოკვეთილია ოთხი ნიშანი, კურო, მორიელი, ლომი და მერწყული. ისინი უახლოეს ორ წელში განსაკუთრებულ პერიოდს გადიან, თუმცა რადიკალური ცვლილებების წელიწადი თევზებისა და ვერძის იქნება. 2022 წლის აპრილი სასიყვარულო სფეროში განსაკუთრებული იქნება თევზებისთვის, მორიელებისა და კირჩხიბებისთვის…

რაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი მომავალ წელს: „2022 წელი სიყვარულისა და ფულის წელიწადია!..“

ასტროლოგი ამბობს, რომ ვისაც აქამდე ბავშვი არ უჩნდებოდა, დეკემბრიდან მაისამდე ფეხმძიმობის მაჩვენებელი გაიზრდება – „ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი მოდის. მოვლენ ბავშვები, რომელთა დაბადებასაც რაღაც ართულებდა…“

ვერძი

ვერძისთვის ძალიან ტრანსფორმაციული წელი იქნება. აქამდე რა შეხედულებებიც ჰქონდა სიყვარულზე, სერიოზულად გადააფასებს. ეს მოუწევს აუცილებლად. ვიღაცისთვის ეს შეიძლება, ძალიან კომფორტული იყოს, ვიღაცისთვის – ნაკლებად, რადგან შეიძლება, პარტნიორს დაშორდეს და მარტო დარჩეს.

კურო

კუროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადია, პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე ან აიმაღლებს თვითშეფასებას, ან გარისკავს მისი დაკარგვით. ეს გარკვეულწილად იმოქმედებს მის იმიჯზეც.

ტყუპები

რაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი მომავალ წელს: „2022 წელი სიყვარულისა და ფულის წელიწადია!..“

ცნობილი ასტროლოგი, სოფია ბზეკალავა მომავალ 2022 წლის მთავარი ტენდენციების შესახებ გვესაუბრება

მათ ექნებათ საშუალება, ჩრდილიდან, ილუზიებიდან გამოვიდნენ. შეიძლება, ტოქსიკურ ურთიერთობებს აარიდონ თავი, რადგან თავად მიხვდებიან, რომ საჭიროა თვალის ახელა. ვიღაცასთან შეიძლება გამომჟღავნდეს ამბები, რაც იქამდე არ იცოდა. ვიღაცებს გამოუჩნდებათ თაყვანისმცემლები დისტანციაზე.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის კარგი პერიოდია ისეთ ხალხთან სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ვისთანაც მეგობრობს ან თანამშრომლობს. თუკი კირჩხიბი თავისუფალია, 2022 წელს მეგობარში იპოვის პარტნიორს. მეორე ვარიანტი ისაა, რომ პარტნიორში იპოვის მეგობარს.

ლომი

ლომის შემთხვევაში პროფესიული და საქმიანი თემები იქნება აქტუალურია, რომანებიც სამსახურებრივი კუთხით შეიძლება გააქტუალურდეს, მაგრამ ამის გამო შესაძლოა, სკანდალებში აღმოჩნდნენ, ან გადახარჯვებში გადავარდნენ.

ქალწული

ქალწულისთვის გადაადგილების, მოგზაურობის დროს დაწყებული რომანებია აქტუალური. შეიძლება, გააბან ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელზეც ადრე ვერც კი იოცნებებდნენ. იცით, ზოგადად, როგორი წელია? ყველა ადამიანი, ვინც ცალმხრივად იყო შეყვარებული 2022 წელს მიიღებს შანსს, რომ იმ ადამიანს თავი სხვა კუთხით დაანახვოს. ეს ძალიან მკაფიო იქნება არა მხოლოდ ქალწულისთვის, არამედ სხვებისთვისაც.

სასწორი

ამ ნიშნით დაბადებული ხალხისთვის სიყვარული და ფული დრამატული იქნება. ემოციური პერიოდი ელოდებათ, გამორჩეულად აპრილიდან – აქ შეიძლება იყოს განქორწინება, ქონების გაყოფა, დავები, სასიყვარულო სამკუთხედი. კარგ ვარიანტში ეს იქნება სიყვარული, რომელიც კურნავს.

მორიელი

მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, დიდი აქცენტით პირადზე, ოღონდ ცოტა რთულად, რადგან კომპრომისები მოუწევს. მათ კი ეს ნაკლებად უყვართ, მაგრამ მოუწევთ. ისინი ემოციური მტვერსასრუტები არიან. ვინც არ აჩქარდება, ის მოიგებს…

მშვილდოსანი

ექნება საშუალება, ურთიერთობა დაიწყოს ასაკით ბევრად უმცროს პარტნიორთან, ეს შეიძლება იყოს მისი ხელქვეითი, თანამშრომელი, უფრო სტაჟიორი, ასევე შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც წვრილმან დახმარებას აღმოუჩენს. სასიყვარულო პერიოდი დაიწყება დახმარებით. მშვილდოსანს აქვს ყოფილთან ურთიერთობის აღდგენის საშუალება, თუკი მას დახმარების ხელს გაუწოდებს.

თხის რქა

თხის რქებთან პირადი ურთიერთობები წინ წამოიწევს, ოღონდ ისეთი, სადაც ბავშვები ითამაშებენ ნეგატიურ ან პოზიტიურ როლს. შეიძლება, ვიღაცას დაქორწინება მოუნდეს პარტნიორზე, რომელსაც შვილები ჰყავს, ან ბავშვით მანიპულირების მსხვერპლი გახდეს – ამ წელიწადს დაიბადებიან ბავშვები, რომლებიც რაღაც მიზეზის გამო არ უნდა გაჩენილიყვნენ, თხის რქასთან ყველაზე მეტად შეიძლება განვითარდეს ეს სცენარი.

მერწყული

მერწყულთან საბინაო საკითხებია მნიშვნელოვანი, როგორც ფინანსური, ასევე სიყვარულის კუთხითაც. შეიძლება, რჩეული გაიცნონ ვიღაცის სახლში სტუმრობით.

თევზები

თევზისთვის ყველაზე კარგი პერიოდია. რაზეც იოცნებენენ, შეიძლება, ყველაფერი ახდეს. თევზებში იუპიტერია და ამის გამო. ვინც დაოჯახებულია, ცოტა ამოსუნთქვა მოუნდება და ცოტა წაფლირტავება, რაც მაინცდამაინც უხიფათო არ იქნება. ზურგს უკან ბევრი რამ მოხდება და შეიძლება, ბევრად დრამატიზებული სახე მიეცეს, ვიდრე რეალურად დაუშავებიათ…

მასალა მოამზადა ნინო მურღულიამ