სოფო ბედია ახლახან თურქეთში გაემგზავრა ერთი კვირით, მუსიკალურ ფესტივალზე, სადაც „ბედია სტუდიოს“ ბავშვები ჰყავდა წაყვანილი მათ მშობლებთან ერთად.
სოფოს თან ახლდა მეუღლე, მიშა მესხიც, რომელიც ბავშვებზე მეტადაც კი გაერთო ამ მოგზაურობაში.
სოფო FORTUNA.GE-ს ესაუბრა.
სოფო ბედია:
თურქეთში გაიმართა მუსიკალური ფესტივალი, სადაც წაყვანილი მყავდა „ბედია სტუდიოს“ ბავშვები. გვქონდა ორი კონცერტი, ჩატარდა დაჯილდოება. გავერთეთ მაღალ დონეზე. ძალიან კარგი დრო ვატარეთ. ქემერსა და კაბადოკიაში ვიყავით. რასაკვირველია, გვქონდა ექსკურსიები.
შოპინგი მოახერხე?
რაის ქალი ვარ, რომ ვერ მომეხერხებინა? წარმატებით დასრულდა. დედამიწაზე თუ რამე ბეწვეულობა და ტყავეულია, ყველაფერი მინდოდა მეყიდა. რაც ჩავიცვი, ყველაფერი მომიხდა და არჩევანის გაკეთება გამიჭირდა. რაც ყველაზე მეტად მომიხდა, ის შევიძინე…
მოგზაურობისას რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროში იყოს კომფორტი და ნორმალური პირობები. რა თქმა უნდა, აუზი და ყველაფერი ის, რაც შედის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. როცა მიდიხარ საზღვარგარეთ, უნდა დაგხვდეს ყველა პირობა, რომ კარგად დაისვენო. ექვსჯერადი კვება იყო და ცოტა შეშუპებული ჩამოვედი (იცინის). როგორც გინდოდა, ისე ჭამდი.
ჩემი მეუღლის ჭამა ვინც იცის, არ გაუკვირდება, რომ გუმბათებად იდო საჭმელი მიშოს სუფრაზე. ერთი სიამოვნებაა მასთან ერთად ყოფნა, საოცარი იუმორი აქვს. არის უკომფორტულესი. სულ კარგ ხასიათზეა, რაც უნდა დაღლილი იყოს. როგორი ტიპია იცი? ბავშვურიც არის, დიდიც… ისეთი ვიდეოებია გადაღებული, ფიზიკურად ვერ დავდებ საჯარო სივრცეში. მეგობრული წრისთვის გვაქვს განკუთვნილი.
რუსის ქალები გადაირივნენ მიშოზე. ძლივს გამოვგლიჯე ხელიდან ქალებს. ქართველ კაცებზე იყო განსაკუთრებული ტაციაობა.
რა მშვიდად ლაპარაკობ?..
ვიდექი და ვიცინოდი შორიდან. ორ ჭიქას რომ დალევდნენ რუსის ქალები, რაღაცნაირები ხდებოდნენ. ჩემს ქმარზე დიდი ამბავი იყო ატეხილი. წვერიც რომ გამეპარსა და გამხდარიც ვყოფილიყავი, მაშინ რა მოხდებოდაო, მიშო იცინოდა. რა უნდა მექნა. მოსწონდათ, მერე სხვა კაცებზეც გადადიოდნენ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ჩემი ქმარი, ორმეტრიანს რომ ხედავდნენ, ჩათვალეს, რომ სასწაულია. სიცილ-ხარხარში ვიღებდით ყველაფერს…
დიდი და პატარა ერთ ჭკუაზე????ბოლომდე უყურეთ♥️?
Posted by Sopo Bedia on Sunday, 30 April 2023
ამ შენს ქმარს რომ რუსის ქალები ეძალებოდნენ, შენ რატომ არაფერს აკეთებდი?
ხელდაწყობილი კი არ ვიჯექი? მაგრამ ცეკვის და გართობის დროს აქტიურობდნენ. პირში მიცინოდნენ, ეგონათ, რომ დავუთმობდი, მაგრამ ეგრე სად არის. გამაღიზიანებელიარ იყო, მაგრამ აშკარად ხედავდი, რომ ძალიან მოსწონდათ და აქტიურობდნენ.
სოფო, დაბრუნდი საქართველოში და უკვე კლიპის გადაღებაზე ფიქრობ… რა სიმღერაზე იღებ ვიდეორგოლს?
ვიღებ აზიური თემატიკის კლიპს. ჩემმა მეგობარმა, კაკი ბოლქვაძემ დამიწერა კარგი აზიური ხასიათის სიმღერა. არანჟირება გამიკეთა ცირა ბზიშვილმა, ტექსტი ეკუთვნის შორენა ტაბატაძეს. ვაპირებ კლიპის გადაღებას. იქნება აბსოლუტურად განსხვავებული სოფო ბედია, ჩაცმულობით და ყველაფრით. ძალიან აზიური სტილის ჩაცმულობა არ იქნება, რა თქმა უნდა, მუცელამოღებულ სამოსს არ მოვირგებ, მაგრამ სხვანაირ სტილში ვიქნები. ჯერ კლიპის გადაღებები არ დაწყებულა. არც სიმღერის სახელი მოგვიფიქრებია. ზუსტად ვიცი, რომ ყველა თაობის ადამიანს მოეწონება.
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი