მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მსახიობი და დღემდე პლანეტის ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი ისევ ფორმაშია. 58 წლის ბრედ პიტი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში გადაიღეს, სადაც მსახიობი მისთვის ჩვეულ მინიმალისტურ სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა. ოსკაროსანი მსახიობი ღია ფერის სპორტულ შარვალში, მაისურსა და კედებში იყო გამოწყობილი. ანსამბლს კი ტრადიციისამებრ ქუდი „პანამა“ და პირბადე ასრულებდა.
ბრედს ლოს-ანჯელესში ახლდა პირადი მცველიც, რომელიც ასევე ჩანს გამოცემა „დეილი მეილის“ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე.
ფოტო: ბრედ, გამოდი, გიცანით – 57 წლის ბრედ პიტი კამუფლაჟურ ტანისამოსში