LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბრედ, გამოდი, გიცანით – 57 წლის ბრედ პიტი კამუფლაჟურ ტანისამოსში

225
page

როდესაც საქმე წითელ ხალიჩას ეხება, „ოსკაროსანი“ ბრედ პიტი რეგლამენტს მუდამ იცავს, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური მამაკაცი თავისუფალ სტილს ანიჭებს უპირატესობას.

ამჯერად ბრედმა კამუფლაჟური ტანისამოსი მოირგო და დასავლეთ ჰოლივუდში, მეგობრის, პროდიუსერის, ჯად აპატოუს იუბილეზე გაემართა.

მას ჯინსის შარვალი ეცვა, რომელსაც მწვანე მაისური, ყავისფერი ჟაკეტი, სამხედრო ქურთუკი და კრემისფერი პანამა ქუდი შეუხამა. მის „ლუქს“ მწვანე პირბადე ასრულებდა.

„ერთადერთი მამაკაცი დედამიწის ზურგზე რომელსაც ულვაში უხდება“ – ბრედ პიტის უახლესი ფოტოები

ვიდეო: „მე უბრალოება მიზიდავს“ – ბრედ პიტი ახალ რეკლამაში შეუდარებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები