LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოლტენბერგი ჯერ ცუდად გახადეს და მერე ისევ კარგად გახადეს, არასერიოზულია ეს ყველაფერი: ანა ნაცვლიშვილი

181
ანა-ნაცვლიშვილი

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ეხმაურება.

“ეს არის აშკარა დიპლომატიური გზავნილი, პატარა ცივი შხაპი ღარიბაშვილისთვის და მინიშნება მის მიერ და მისი მთავრობის პირობებში გადადგმული ნაბიჯების შედეგად რა შეიძლება მოხდეს, რომ გაუქმდეს და დაიხუროს ის კარი, რომელიც არის ღია და არის საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ის პრემიერ-მინისტრის ჯერ გაუქმებულ და შემდეგ თავიდან ჩანიშნულ შეხვედრას არასერიოზულს უწოდებს.

“ჯერ ცუდად გახადეს და მერე ისევ კარგად გახადეს – არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში არც ერთ მნიშვნელოვან უსაფრთხოებაზე გამართულ ფორმატებში საქართველო მიწვეულიც არ არის. ამის პასუხად ჩვენ ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ, რომ თურმე იმიტომ აღარ იწვევენ საქართველოს, რომ საქართველოს ომი არ უნდა.

მე ვუსვამ კითხვას “ქართულ ოცნებას”, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტოლტენბერგს რომ ხვდება, შეხვედრა, რომ უქმდება და შემდეგ ისევ ჩაინიშნება და ჯიუტად რომ მიიწევს ღარიბაშვილი სტოლტენბერგთან შესახვედრად – ომი უნდა საქართველოს პრემიერს და ამიტომ უნდა ასე ჯიუტად, რომ შეხვდეს სტოლტენბერგს?” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები