LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ უსაფუძვლოდ მიიჩნია – რუსეთის იუსტიციის სამინისტრო

121
1548939672-რუსეთის-იუსტიცია

“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 8-12 აგვისტოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიიჩნია”,-ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, ევროპის სასამართლომ არ დაადასტურა მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის არც ერთი შემთხვევა რუსეთის სამხედროების მხრიდან.

დაპირება შესრულებულია – 12 წლიან დავაში საქართველომ გაიმარჯვა: იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის გადაწყვეტილების დეტალებზე

„ქართული მხარე უშედეგოდ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციები არა მარტო მშვიდობიან პერიოდში, არამედ საბრძოლო მოქმედებების დროსაც მოქმედებს. ჩვენ დავარწმუნეთ ევროპელი მოსამართლეები, რომ რუსი სამხედროების მხრიდან 2008 წლის 8-12 აგვისტოს განხორციელებული ქმედებების სამართლებრივი შეფასება მათ იურისდიქციას ცდება. ევროპის სასამართლომ არ დაადასტურა მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის არც ერთი შემთხვევა რუსეთის სამხედროების მხრიდან”,-  წერია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

არასათანადო მოპყრობა აღქმული უნდა იქნას, როგორც წამების აქტი: რა წერია ევროპული სასამართლოს განაჩენში, რომელსაც 12 წელი ველოდით 

mazda magti 5g