LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრატეგიულ ამოცანად რჩება ანაკლიის პროექტი: ნათია თურნავა

120
BeFunky-collage

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტში ხუთი კომიტეტის ერთობლივი სხდომაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი სტრატეგიულ ამოცანად რჩება.

მისი განცხადებით, თურნავა იმედოვნებს, რომ წელს ახალი ინვესტორების მოზიდვაზე შედგება მოლაპარაკება.

“ჩვენს სტრატეგიულ ამოცანად რჩება ანაკლიის პროექტი, რაზეც საშუალება გვექნება, ერთად ვიმსჯელოთ. ვფიქრობ, მსოფლიოში საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებასთან ერთად, შევძლებთ, ვისაუბროთ ახალი ინვესტორების მოზიდვაზე, იმედი მაქვს, რომ ეს წელს მოხერხდება”,-განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის განახლებაზე.

გარდა ამისა, თურნავას თქმით, ასევე, APM Terminals-თან ერთად ფოთის პორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს მოლაპარაკება მათთან პრივატიზაციასთან დაკავშირებით და მისივე განცხადებით, მალე ეს პროექტი სამშენებლო ეტაპზე გადავა.

“იმდენად ხარისხიანია ჩვენი სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, იმდენად მნიშვნელოვანი საჯარო პროექტები განხორციელდა ამ სფეროში და იმდენად დიდი რეფორმებია დაგეგმილი, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან ერთად ჩვენი დერეფნის გაციფროვნების თვალსაზრისით, რომ ვერანაირი გაციფროვნება ჩვენს დერეფანს კონკურენტუნარიანობას ვერ დააკარგვინებს“, – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g