LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტებისთვის თბილისი–ბერლინის ავიარეისი 23 სექტემბერს დაინიშნა

80
Passanger airplane flying above clouds in evening.

მათთვის, ვინც მიემგზავრება სასწავლებლად, ან აქვს სამუშაო კონტრაქტი გერმანიაში, ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 23 სექტემბერს, მეოთხე ჩარტერული რეისი თბილისიბერლინის მიმართულებით განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე შეუძლიათ:

https://bit.ly/2ZNW8b5

რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 სექტემბრის 00:00 საათია. როგორც ახალგაზრდობის სააგენტოში ამბობენ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და ყურადღება უნდა მიექცეს რიგითობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არაუმეტეს 199 ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები