LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 45 კვების ობიექტი დააჯარიმა

114
1485009436-16114145-1219718168064076-2906023152755686530-n

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში საზოგადოებრივი კვების 45 ობიექტში დარღვევები გამოავლინა. 976 დოკუმენტური შემოწმებისა და 229 ინსპექტირების შედეგად, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 45 ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

სააგენტოს ინფორმაციით, განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა და დარღვევები გამოვლინდა ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ობიექტებში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ბიუ-ბიუს“ ქათამში სალმონელა გამოავლინა

აბორატორიული კვლევის შედეგად ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში სალმონელა გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის და ვადაგასული სურსათის გამო, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა. მათ სურსათი დალუქეს, ხოლო მის განადგურებაზე ზედამხედველობის სურსათის ეროვნული სააგენტო იზრუნებს.

იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებმაც სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიცემული მითითებები გაითვალისწინეს, საწარმოო პროცესი უკვე აღუდგათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო კაფე-ბარების, რესტორნების, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად ამოწმებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები