LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვანეთის კლასტერიდან ქუთაისის ინფექციურში 9 პაციენტი მოათავსეს, მათ შორის 4 ბავშვია

102
BeFunky-collage (1)

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით დაავადებული კიდევ 9 პაციენტი შეიყვანეს, მათ შორის 4 მცირეწლოვანია. ინფორმაციას კლინიკის ექიმი ავრცელებს და აცხადებს, რომ ცხრავე პაციენტი სვანეთის კლასტერიდანაა.

თემურ ნადირაძის განმარტებით, პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

“9 პაციენტი გადმოიყვანეს სვანეთიდან, მათგან 4 ბავშვია. ამ დროისთვის, ყველა მათგანს უტარდება გამოკვლევები” – განაცხადა ნადირაძემ.

ბოლო ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები