LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწორი კვება – წესები, რომლებიც ჭამის დროს უნდა დაიცვათ

871

სწორი კვების შემსწავლელი მეცნიერების დასკვნით, ჯანმრთელობის, სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, არა მარტო ჯანსაღი საკვების მიღებაა საჭირო, არამედ ჭამის შემდეგ გარკვეული წესების დაცვაც აუცილებელია:

* სადილის შემდეგ არაა რეკომენდირებული ხილის მირთმევა, რადგან ხილის უმრავლესობა სიმჟავეს შეიცავს, რომელიც კუჭის წვენთან ურთიერთქმედებისას მუცლის შებერილობას და  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლას იწვევს.  

* არ შიძლება ჭამის დროს წყლის დალევა, რადგან წყალი ნეგატიურად მოქმედებს მომნელებელ სისტემაზე. არაა რეკომენდირებული წყლის დალევა ჭამამდე და ჭამის შემდეგაც. წყლის დალევა მხოლოდ საკვების მიღებამდე ან მის შემდეგ 30-40 წუთიანი ინტერვალით შეიძლება.

* არ ღირს ჭამის შემდეგ სიგარეტის მოწევა, რადგან თამბაქოს ბოლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვანას და არ აძლევს საშუალებას გადაამუშაოს საკვები.

* ნოყიერი სადილის შემდეგ უარი თქვით ფიზიკურ დატვირთვაზე (სპორტულ დარბაზში ვარჯიშზე, აუზსა და ველოსიპედით სეირნობაზე) და აბაზანის მიღებაზე.

* არაა რეკომენდირებული ჭამის შემდეგ დაძინება ან თუნდაც წამოწოლა. უკეთესია თუ სადილის შემდეგ მშვიდად დაჯდებით და დროს ინტელექტუალურ სამუშაოს დაუთმობთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები