ნინო ბურჯანაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი ნორმალური ადამიანი, ისეთი მდიდარი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, საკუთარ ოჯახს 15 წელი ჭორვილაში არ აცხოვრებდა, თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ბევრი პრეტენზია შეიძლება გამოითქვას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ეს განცხადება არაკორექტულია.

გთავაზობთ თაკო ჩარკვიანის შეფასებას:

„ყველაზე ნაკლები პრეტენზია, რაც კი შეიძლება  გვქონდეს ივანიშვილთან, ეს „პრეტენზიაა”, ანუ რატომ ცხოვრობდა ის ჭორვილაში, სხვა უბედურებებზე მოვთხოვოთ პასუხი, სახელმწიფო რომ მიიტაცა და დაანგრია, თორემ  ნეტავ კი ბევრმა მილიარდერმა მოინდომოს მყუდროდ რაიონში და სოფელში  ცხოვრება და იმ კუთხის დახმარება. ( როგორც დასავლეთის ქვეყნებშია). მეტი დაფიქრება ჰმართებთ  პილიტიკოსებს, ამ ტიპის უხერხულ განცხადებას როცა აკეთებენ და აკნინებენ სოფელს და რაიონს, რა კომპლექსებია, რა ხდება, რა უბედურებაა ეს???!!!!“

მსგავსი თემები