გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ სტუმარი იყო ზურა მანჯავიძე, რომელმაც თამადობაზე ისაუბრა. ზურა ხშირად არის ხოლმე თამადა და როგორც მან განმარტა, დაახლოებით 100-მდე სადღეგრძელო აქვს მარაგად.
წამყვანი გია ჯაჯანიძე დაინტერესდა, თუ ამბობს ხოლმე ზურა განსხვავებულ სადღეგრძელოებს, მაგალითად „ჩვენი ბალიშის სადღეგრძელოს“.
„მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ბალიშის სადღეგრძელო, რომელსაც ყველაფერს გავანდობთ ჩვენს საიდუმლოს, ბალიში, რომელსაც ცრემლით ვნამავთ, ბალიში, რომელმაც ჩვენი პატარ-პატარა ღალატებიც კი იცი. ბალიში, რომელსაც შენს გვერდით სძინავს და ელოდება შენს მეორე თუ მესამე ნახევარს. მოკლედ გაუმარჯოს იმ ადამიანს, ვინც ის შეკერა“. – ამბობს გია ჯაჯანიძე.