მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებს. სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას ეხმიანება სოციალურ ქსელში პიანისტი, ტელეწამყვანი თათია შარანგია.
„ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული“ – მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას აცხადებს
თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები: მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი: ის რაც ჩემ მიმართ ხდება, არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის
“მიჰას რომ ეძახიან. შემდეგ მისი ლანდის დანახვაზე გისოსებიდანაც კი ცოტა რომ აჟრიალებთ, მხოლოდ შიშით არა – დამიჯერეთ პატივისცემითაც შვილების დატოვების რომ ეშინიათ ბაღში, პარკში, და რომ იძახიან “ხო, ახლა ვერ ვგრძნობ თავს ისე დაცულად, მაგრამ ეგეც აღარ ყოფილიყო, კაცოოოო?” “და რის ხარჯზე?” (რაც მთავარია იერით ყველა ერთმანეთს გავს) “ცვეტში ხალხს რა გაუკვირდა ეს წინსვლა?” “აღარ იყო დროოოოოო?”
და თან საბოლოოდ ყველა აპოლიტიკურია. მაგრამ ერთი ძველი ბიჭი, ერთი კანონის დამრღვევი და ერთი ყაჩაღობით შემდგარი “ბიზნესმენი” ყველას გვყავს გარშემო და “ანუ ჩემიანს იცი რა უქნააა?? ჩემი ბიძაშვილის მეზობელს….”
მოკლედ… მიშა მალე გამოდი! შენი გამარჯვებებიც გვახსოვს, თანაც გლობალური და შენსავით მასშტაბური. შენი ბოდიშიც გვახსოვს და წარსული შეცდომების აღიარება და შენი ქვეყნისთვის სამარცხვინოდ დაპატიმრებაც. “თითო კაცს თითო კიდური რომ ეჭირა” -პატივისცემის ნიშნად შემომივარდებით ვოლზე და ხომ იცით, თქვენ მე ნერვს ვერ მიტოკებთ”, – წერს თათია შარანგია.