LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავი შეიკავეთ პროვოკაციული ქმედებებისგან – შსს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეებს აფრთხილებს

100
page

თბილისში, რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა დღეს გაიმართება.

ყრილობა 13:00 საათზე დაიწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შსს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.

“სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ამავე თემაზე:

რაგბიში კალაძე და მერია ერთვებიან?! ჩხუბი, ბრალდებები და ისევ ჩაშლილი არჩევნები

სოსო ტყემალაძე: ივანიშვილი ჩემამდეც იყო და მერეც იქნება – სჯობს ჩემს გეგმას გაეცნონ (ექსკლუზივი)

7 თვის ბავშვს მკურნალობის დაფინანსება შეუწყვიტეს, რადგან მამამისი აბუსერიძეს უჭერდა მხარს: სიმონ მაისურაძე

Exclusive: აქამდე ჩვენი ძალისხმევით მოვედით და ახლაც სხვების ჩარევის გარეშე გადავწყვეტთ საკუთარ მომავალს – გიორგი შკინინი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები