„თავისუფლება მიშას“ – ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, აქტივისტები, პოლიტიკოსები და მხარდამჭერები არიან, რომლებიც ორბელიანის მოედნიდან მმართველი პარტიის ოფისამდე მსვლელობით მივიდნენ.
ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.